23 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა იზრდება - დამწვრობის ცენტრში 8 წლის მოზარდი შეიყვანეს

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კლინიკაში სახის დამწვრობით 8 წლის მოზარდი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. წელს პიროტექნიკით დაშავებულთა საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„წინა წლების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება არც პირველში, არც ორში, ეს გრძელდება ძველით ახალ წლამდე და მერეც. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, რომ სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი“-ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

11 დაშავებულია შეყვანილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. დირექტორი  ირაკლი გოგინავა ამბობს, რომ დაშავებულებს მტევნის დაზიანება  პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ჰქონდათ მიყენებული.

გოგინავას თქმით, 4 პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო და თითების ამპუტაცია გახდა საჭირო.

დღის ამბები