18 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
საგანგებო შეხვედრა "ქართულ ოცნებაში" - გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს

"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საგანგებო სხდომაზე პირველი გადაწყვეტილება მიიღეს. ეკა ბესელიას გუნდის წევრი და ბესელიას მთავარი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.

გედევან ფოფხაძეს კომიტეტიდან ფრაქცია „ქართული ოცნება“ გაიწვევს.

გედევან ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მან ფრაქცია საერთოდ დატოვოს.

„საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე რა გადაწყვეტილებებსაც მივიღებ დროთა განმავლობაში გეტყვით. ის რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპულია და წყალგამყოფია და ამას არ ვმალავ,“-განაცხადა ფოფხაძემ.

დღის ამბები