18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ

მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურაში კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გააცნობენ. საგამოძიებო უწყებაში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთად, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც მივა.

როგორც ცნობილია, ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს, სპეცრაზმელის მიერ ტყვიის გასროლის დროს ცდილობდა თუ არა მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას.

ადვოკატის თქმით, სროლისას თემირლან მაჩალიკაშვილი საწოლში იწვა და თუ ექსპერტიზის შედეგად იგივე არ დადგინდა, მაშინ დასკვნა გაყალბებული იქნება.

 

 

დღის ამბები