18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
"ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი," - მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევაზე საუბრობს

„ქართულ ოცნების“ პროცედურული ომი ახალ ფაზაში გადავიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოსტს ეკა ბესელიას რჩეული გედევან ფოფხაძე ვერ დაიკავებს.

ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტიდან საერთოდ გამოწვია. მას დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც შეუწყვიტეს წევრობა. პოლიტიკური კრიზისის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს დილით ბიძინა ივანიშვილს პირველად შეხვდნენ.

პირველი გადაწყვეტილებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ,“ მიიღო ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მხარდაჭერა ირაკლი კობახიძისკენ იხრება.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა ლოიალური გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდიულ კომიტეტში, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება და წეღანაც ვთქვი, მეორეხარისხოვანიც კი არის, რომ პროცედურული დარღვევებით მოხდა მისი არჩევა, თუმცა ასეთი პრეცენდენტის დაშვება არის ძალიან ცუდი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაში - პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ გუნდის ყველა წევრს უფრთხილდება, ამიტომაც უფრო ხისტი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები