18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელიას გადადგომა აგვისტოში იყო გადაწყვეტილი - ქუცნაშვილი საგანგებო შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე საგანგებო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ეკა ბესელიას პროტესტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა იყო.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბესელიასთან კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობის დატოვება, ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.

„ბატონმა ბიძინამ აცილება მისცა თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში. მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან ის არ არის ფრაქციის წევრი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი შეთანხმებული ჰქონდა აგვისტოს თვეში-ეს ბრძანა პარლამენტის თავმჯდომარემ. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, ყველამ მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით ყოფილიყო ეს საკითხი განხილული. პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად ბრძანა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო აგვისტოს თვეში“-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

კითხვაზე, რა მიზეზი დასახელდა, თუკი მართლა აგვისტოს თვეში გადაწყდა ბესელიას წასვლა, ქუცნაშვილი ამაზე არ საუბრობს. მისი თქმით, ის მხოლოდ იმას ამბობს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ორშაბათს გადადგა. მან მიზეზად პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები