18 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის... ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს" - ანრი ოხანაშვილი

მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების მიუხედავად დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" კრიზისი არ არსებობს. დეპუტატის თქმით, არსებობს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" უფრთხილდება გუნდის თითოეულ წევრს, დღეს გარკვეულ საკითხებზე არსებული განსხვავებული მოსაზრებები კი მსჯელობის მორიგი პროცესია. 

„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ასეთი სიტუაციები ყოფილა სხვა დროსაც. ამიტომ ეს არის მიმდინარე მორიგი პროცესი, სადაც პოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ აქ ადგილი აქვს კრიზისს,“-განაცხადა ოხანაშვილმა.

"ქართულ ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი ორ ბანაკად - ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები