19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქმა დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დადგენილებას უნდა მოაწეროს ხელი

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დღეს ისტორიული დღეა - მსოფლიო პატრიარქმა სტამბოლში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დადგენილებას უნდა მოაწეროს ხელი.

ცერემონიას უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დაესწრებიან. გაკეთდება განცხადებებიც.

ხელმოწერამდე პატრიარქმა ბართლომემ საგანგებო მიმართვა გაავრცელა და მართლმადიდებლურ სამყაროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ხვალ დოკუმენტს მიტროპოლიტ ეპიფანეს ოფიციალურად გადასცემენ, საშობაო ღვთისმსახურების დროს კი ტომოსს წმინდა სოფიას ტაძარში საჯაროდ გამოფენენ. 

დღის ამბები