19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
„მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის" - 4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღეა

4 იანვარს უწმინდესის დაბადების დღეა. ილია მეორეს იუბილე პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს.

საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ. მათ პატრიარქს დაბადების 86 წლის იუბილე სიმღერით მიულოცეს.

„მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის. 41 წელია, მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და მადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ. ღვთის წყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა,“ - განაცხადა ილია მეორემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები