19 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
თბილისის ცენტრში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თბილისის ცენტრში, პეკინის გამზირზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას, მოხდა.

როგორც რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები