27 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
თავდასხმა ექიმზე - ნარკოტიკული საშუალების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, პაციენტმა მედიკოსს სასტიკად სცემა

თავდასხმა ექიმზე - მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს მედიკოსს პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ამავე საავადმყოფოს ექიმი ნინო პოპიაშვილი ავრცელებს. ღამით კლინიკაში პოლიცია იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და პაციენტი, რომელიც ექიმს თავს დაესხა, უკვე გამოვლენილია. 

დღის ამბები