23 დეკემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ზუგდიდში 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - სავარაუდო მიზეზი ღორის გრიპია

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ღორის გრიპია. მამაკაცი ზუგდიდში მესტიიდან გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტმა საავადმყოფოს სიმპტომების უკიდურესად გართულების შემდეგ მიმართა, მას ორივე ფილტვის მწვავე პნევმონია დაუდგინდა.

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი, ეს ორ დღეში დადგინდება, თუმცა ყველა სიმპტომი, რომელიც 24 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა, მიუთითებს, რომ გარდაცვალების მიზეზი ღორის გრიპი გახდა.

ამ მონაცემებით, საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების მეცხრე შემთხვევაა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები