22 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"გადაფატრულია ბავშვი" - 27 წლის მამაკაცს, რომელიც ქიაჩელის ქუჩაზე დაჭრეს, ოპერაცია უტარდება

27 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ახალი წლის დღეებში დანით დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. შემთხვევა ქიაჩელის ქუჩაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ინციდენტი, დაჭრილის ახლობლები მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

„სასწაულები გააკეთეს ექიმებმა. გადაფატრული ბავშვი დააყენეს ფეხზე,“-ამბობს დაზარალებულის ახლობელი. 

სამედიცინო დაწესებულება დაჭრილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 

მომხდარზე საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები