23 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცხედრები აერიათ - ერთ-ერთმა ოჯახმა სხვისი მიცვალებული დაკრძალა

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცხედრები აერიათ. ჭირისუფლებს ”უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიდან” სხვისი მიცვალებული გაატანეს.

ხარაგაულსა და წყალტუბოში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ქალბატონები კლინიკაში ერთ, დღეს 31 დეკემბერს დაიღუპნენ. სულაბერიძეებისა და ბარბაქაძეების ოჯახს კლინიკიდან მიცვალებულები შესაბამისი ხელმოწერის და ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ გამოატანეს.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში მცხოვრებმა ოჯახმა მომხდარის შესახებ მხოლოდ დაკრძალვის დღეს შეიტყო. ჭირისუფლები იძულებული გახდნენ სოფელ საქასრიაში სხვისი სახელით უკვე დაკრძალული ცხედარი ამოეთხარათ და სოფელ ცხუნკურში ხელახლა დაეკრძალათ. მომხდარის გამო საავადმყოფო პასუხისმგებლობას იხსნის. ამტკიცებენ, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით მოხდა და ცხედრების იდენტიფიცირებაში ოჯახის წევრები უშუალოდ ჩართულები იყვნენ.

ჭირისუფლები კი სასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადებიან. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები