19 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
გრიპის ვირუსი და ფატალური შედეგები - ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს 

ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. ფატალური შედეგების შემდეგ, სპეციალისტები განმარტავენ, რომ გრიპით დაავადებულთა რიცხვი წინა დღეებთან შედარებით თანდათან კლებულობს, მაგრამ საფრთხე ისევ არსებობს.

თბილისში 5 სამედიცინო დაწესებულება მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული. უკვე ცნობილია, იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მისამართები, სადაც ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუა ხელმისაწვდომია. მედიკამენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. 

მოწყვლად ჯგუფებს წამლის მიღება რეცეპტის გარეშე შეეძლებათ.

დღის ამბები