19 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
ძალადობა ექიმზე - მსახიობ რეზო ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

მსახიობ რეზო ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. მას გამოძიება ძალადობას ედავება. საქმის მასალებს მსახიობის ადვოკატი დღეს გაეცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასიძე სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ერთ-ერთ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

განსხვავებული ვერსია აქვს რეზო ნასიძის ოჯახს. დედის მტკიცებით, მის შვილს, რომელიც კლინიკაში გართულებული ვირუსისა და ძლიერი თავის ტკივილის გამო მივიდა, ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს, ინციდენტის პროვოცირება კი სწორედ ექიმების მიერ მოხდა.

ამ დროისთვის ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები