24 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ხანძარი სოფელ ჩუმლაყში - დაშავებულია ერთი ადამიანი 

სოფელ ჩუმლაყში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 40 წლის არჩილ ხუცოშვილმა დამწვრობა ზედა კიდურებზე იმ დროს მიიღოს, როცა ის ბენზინის საშუალებით ღუმელის ანთებას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის იატაკი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

გუშინ ცეცხლი გაუჩნდა სოფელ ჩუმლაყში რუაძეების საცხოვრებელ სახლსაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები