სამხრეთ აფრიკაში სამგზავრო მატარებლების შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რცხვი 200-ს აღწევს.
ავარია პრეტორიის რკინიგზის სადგურთან მოხდა.
შეჯახების შემდეგ ორივე მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.