26 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
ზუგდიდში McDonald"s-ის შენობიდან თოვლის ბაბუა მოიპარეს - დაკავებულია ერთი პირი 

ზუგდიდში McDonald"s-ის შენობიდან თოვლის ბაბუა მოიპარეს. შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. საახალწლო აქსესუარი დაახლოებით 60 ლარამდე ღირებულების არის. ქურდობის შემთხვევა შენობაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ბესიკ ხარზიანიაა დაკავებული. 

უწყების ცნობთ, საქმე 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. 

დღის ამბები