23 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, მუხროვანის სამხედრო ბაზიდან 800-მდე სამხედრო გაათავისუფლეს

„კურიერის“ ინფორმაციით, მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროები გაათავისუფლეს. თავდაცვის უწყება ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, სამხედროების როტაცია ხდება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოხდება საბრძოლო ძალების ტრანსფორმაცია, რათა დასავლეთ საქართველო, უფრო მეტად განვითარდეს. ამავე ინფორმაციაში მითითებულია, რომ სამხედრო ძალების დიდი შემადგენლობა, აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი.

თავად სამხედრო მოსამსახურეები ღიად არ საუბრობენ და კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა ბაზიდან, ჯარისკაცები არ პასუხობენ. 

"კურიერის" წყარის ინფორმაციით, კი თავდაცვის უწყებამ დაახლოებით 800 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. 

დღის ამბები