17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს - ამოღებულია "კოკაინი" და "მეტადონი"

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„სამართალდამცველებმა დ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და 2 შეკვრა “მეტადონი” ამოიღეს. ა.ს.-ს და ზ.ც.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“,“- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები