17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ორთაჭალაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას აპროტესტებენ

ორთაჭალაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, მშენებლობა ნაყარ ნიადაგზე იგეგმება, რაც შესაძლოა, ბაღის შენობისთვის სახიფათო იყოს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ჩატარებულია სათანადო გეოლოგიური კვლევები და მშენებლობაც ყველანაირი წესის დაცვით მიმდინარეობს.

სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.

 

დღის ამბები