რესპუბლიკის მოედანზე, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ბოლო რეპეტიცია მიმდინარეობს. საღამოს 21:00 საათზე საახალწლო სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი დაიწყება.
ქართველი ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე ახალი სიმღერებით, ახალ ბენდთან ერთად, წარდგება.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი კონცერტი გამორჩეული და სიურპრიზებით სავსე იქნება.