20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
წინააღმდეგ მივეცი ხმა - ბიძინა გეგიძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ მათიკაშვილის დანიშვნას მხარს არ უჭერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემდავით მათიკაშვილის დანიშვნის წინააღმდეგ ხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ მისცა.

„წინააღმდეგი მივეცი ან უნდა მიმეცა მხარდაჭერა, მე მივეცი წინააღმდეგ,“ - აღნიშნა გეგიძემ.

გეგიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, დღეს არსებული კრიტერიუმები აძლევდა თუ არა შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ღირსეული კანდიდატურები წარედგინა პარლამენტისთვის.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარედ დავით მათიკაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. მათიკაშვილი კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ბიძინა გეგიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ის აცხადებდა, რომ ირაკლი კობახიძეს უმოკლეს დროში უნდა წარედგინა გეგმა თუ როგორ აპირებდა არა მარტო მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების განმუხტვას, არამედ მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის პროცედურების მოგვარებას.

დღის ამბები