18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
ეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს - ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვირუსის გავრცელებაზე 

გაფართოებული შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდება.

მინისტრი სწორედ მათგან მოისმენს ინფორმაციას, რა მდგომარეობაა გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში და გაიზარდა თუ არა კლინიკებში დაავადებულთა მიმართვიანობა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს მარაგი არსებობს, საჭიროების შემთხვევაში კი ეს მარაგი ისევ შეივსება.

"ავადობის მაჩვენებლები იკლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პიკი გადავლილი გვაქვს. დაკლებულია სასწრაფო დახმარების გამოძახებების და ამბულატორიული მიმართვების რაოდენობა, რაც ნამდვილად დადებითია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდება. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი დაწყების პირველივე საათების, პირველივე დღეების განმავლობაშ მიმართვა ოჯახის ექიმთან,"-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი.

დღის ამბები