23 დეკემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - 100-მდე პირს ქვეყანაში იძულებით დაბრუნება ემუქრება

ირლანდიაში მყოფ საქართველოს 100-მდე მოქალაქეს ქვეყანაში იძულებით დაბრუნება ემუქრება. „კურიერს“ ირლანდიაში მცხოვრები ქართველები დაუკავშირდნენ და უამბეს, რომ საქართველოს ათეულობით მოქალაქე ქალაქ კორკში გვიან ღამით დააკავეს და მათი საქართველში იძულებით გამომგზავრება გერმანიის გავლით უახლოეს დღეებში იგეგმება.

მათ შორის საუბარია იმ ქართველებზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან ქორწინებაში იმყოფებიან.

ირლანდიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჰყვებიან, რომ  პროცესი  რამდენიმე კვირის წინ თეა წულუკიანისა და სხვა მაღალჩინოსნების ირლანდიაში ვიზიტს უკავშირდება.

„დეკემბრის თვეში რაღაც შეიცვალა წულუკიანის ვიზიტის შემდეგ. აქ უთქვამთ, რომ ვიცით, რომ აქ ამდენი ხალხი არის დეპორტიანები და როგორ მოვექცეთ ამათო, ამას კი უთქვამს, დააბრუნეთ ყველაო, ჩვენთან სამსახურები არის. ჩემი ბიჭი ოთხში ჩამოფრინდა და აეროპორტშივე დააკავეს. რამე მიშველეთ, ის მაინც გავარკვიო სად არის ბავშვი,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი მაია ზაალიშვილი.

ემიგრანტები ამბობენ, რომ საქართველოს საკონსულოდან ჯერჯერობით ქართველებს არავინ დახმარებია, მათ შორის არც კონსულტაციის სახით.

დღის ამბები