სისხლიანი დაპირისპირება და მანქანის ჩაცხრილვა ვერაზე - დაჭრილი ზურაბ კუჭავა და რამდენიმე პირი მთელი ღამის განმავლობაში თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ. მათ პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს.
ვერაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოდან გუშინ გვიან ღამით გაწერეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მან სამართალდამცველებთან მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრა და დაზიანებები შემთხვევითობას დაუკავშირა
რაც შეეხება მეორე დაჭრილს, გიორგი ადუაშვილს, რომელსაც 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, კვლავ კლინიკაში რჩება.
პარალელურად, სოციალურ ქსელში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაზიანებული კიდევ ერთი ავტომობილის ვიდეოკადრები ვრცელდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ მანქანიდან გახსნეს ცეცხლი.
დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლა, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს.