19 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
H1N1​ - ნათელაშვილი ხელისუფლებას მოსახლეობის უფასო ვაქცინაციისა და საჭირო მედიკამენტების გადაცემისკენ მოუწოდებს 

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი H1N1-ის ეპიდემიის ახალი ტალღის საშიშროების წინ, ხელისუფლებას მიმართვას. 

შალვა ნათელაშვილი, ჯანდაცვის უწყებას მოუწოდებს მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდეს გამოკვლევები, ვაქციანაცია და უფასოდ გადაეცეთ ყველა საჭირო მედიკამენტი.

„როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მთავრობა ვაიძულეთ უფასოდ გაეცა გრიპის წამლები მოსახლეობისათვის და შეეწყვიტა ჩვენი სიცოცხლით მილიონების კეთება. მაგრამ სამწუხაროდ, 17 ადამიანის სიკვდილი დასჭირდა აი, ამ მიზნამდე მიღწევას. მე კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მასობრივი ვაქცინაცია! განსაკუთრებით,  რისკის ჯგუფებში და დიაგნოსტირების ასევე უფასოობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული გარდაცვლილი ადამიანის სისხლი იქნება ივანიშვილისა და მისი ხროვის კისერზე და ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში და ამის დრო ძალიან მალე დადგება,“ - აცხადებს ნათელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები