დიდ დიღომში, აფეთქება 20:30 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობენ მაშველები, მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეექვსე სართულზე მდებარე ბინა სრულად განადგურებულია. ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების მსხვრევა და კარებები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზის სუნი კორპუსში დილიდან იგრძნობოდა, მათ ყაზტრანზგაზის წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა დაზიანება არ იქნა აღმოჩენილი.
„საშინელი აფეთქებს ხმა იყო. ბოლომდე ინფორმაციას არ ვფლობ, ამბობენ რომ მსხვერპლი არის. როგორც ვიცით, დილით იყო გაზის სუნი, მოიყვანა თავმჯდომარემ გაზის ბრიგადა და გაზის ბრიგადამ უთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არის და გეჩვენებათო და დრეს მოხდა აფეთქება. როგორც ამბობენ, მეექვსე სართულზე იფეთქა გაზმა. საშინელი აფეთქება იყო. საცხოვრებელ კორპუსი, როგორც ვიცი, რაღაც ნაწილი არის ჩამონგრეული, მეორე სადარბაზოში საცხოვრებელი სახლია ჩამონგრეული ორი სართული. თითქმის ყველა არის დალეწილი და კარებები არის წნევისგან გამოვარდნილი გარეთ. ჩვენ როგორ გადავრჩით ისიც მიკვირს,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.