23 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. შინგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ.

როგორც უწყებამ „რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

სამაუწყებლო კომპანიას ერთ-ერთმა მოქალაქემ შეატყობინა, რომ მაღაზიაში ქართველი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმელი იყიდება. 

გავრცელებული ცნობით, მაღაზიიდან წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.  

დღის ამბები