23 დეკემბერი 2024,   09:26
ვრცლად
წითელას „ეპიდაფეთქება“ - ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ქვეყანაში წითელას გავრცელების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროში „ეპიდაფეთქებად“ აფასებენ. სპეციალისტების განცხადებით, წითელას შემთხვევები იანვრის თვეში გამოვლინდა. წითელა ყველაზე გავრცელებულია 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინაცია გაკეთებული არ აქვთ. 

ჯანდაცვის უწყებებში ერთი თვის განმავლობაში 325 წითელას დაზუსტებული შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფექციონისტების განმარტებით, პრევენციის საშუალება მხოლოდ აცრებია.

„ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება. გარანტირებული დაცვა, ასე ვთქვათ, ამ დაავადების გავრცელებისგან, არის ვაქცინაცია, რომელიც მიწვდომადი არის ყველასთვის. ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმიური ვაქცინაცია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, დიდწილად ეს არ ხერხდებოდა. 2008 წლის მდგომარეობისთვის, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, თუმცა მეორე ნახევრის ვერა და ამაში ნეგატიური წვლილი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს,“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ წითელას ყველაზე მეტი შემთხვევები იმერეთში, სამეგრელოში, თბილისსა და კახეთში გხვდება. გამყრელიძე მოსახლეობას აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინააცისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები