22 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
ღამე მოვიდნენ... პენსია წაიღეს, 700 ლარი - 91 წლის ომის ვეტერანი ყაჩაღობის დეტალებს იხსენებს

თბილისში ომის ვეტერანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს 91 წლის სერგო გიზოიანს გორგასლის ქუჩაზე საკუთარ სახლში დაესხნენ თავს, სცემეს, გაკოჭეს და დააყაჩაქღეს.

სამი ნიღბიანი ვეტერანის სახლში გამთენიისას შეიჭრნენ. მათ სახლიდან პენსია გაიტანეს და ასევე, მირზოიანის პირად კოლექციაში არსებული ძვირადღირებული კონიაკი და სხვადასხვა ნივთი.

ხანდაზმული მძიმე ფსიქოლოგიური სტრისის ქვეშ იმყოფება და მომხდარის დეტალებს იხსენებს.

„ღამე მოვიდნენ..პენსია წაიღეს, 700 ლარი,“ - ამბობს სერგო გიზოიანი.

მეზობლების თქმით, 91 წლის მოხუცმა ტელეფონი სთხოვა და პოლიციაში დარეკა.

მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ, მათ ბინაში შესასვლელად კარი შეამტვრიეს და სერგო მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალისტებთან ერთად მუშაობდნენ კინოლოგებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები