20 აპრილი 2019,   09:25
ვრცლად
თეორიულად არსებობს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ პოლიტიკურად ამის გაკეთება არ გვსურს - საფრანგეთის ელჩი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე 

საქართველოს შესაძლოა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას. საფრანგეთის ელჩი, პასკალ მონიე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს ხედავს, თუმცა, ამბობს, რომ ევროპა ამას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

მთავარ პრობლემად დიპლომატი კრიმინალს ასახელებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ ჩასული ქართველების ნაწილი კრიმინალურ დაჯგუფებებში ხვდება. 

საფრანგეთის ელჩი არ გამორიცხავს, რომ რაიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი არსებობდეს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მოტყუებით მიჰყავს საზღვარგარეთ, რასაც კრიმინალურ საქმიანობაში ჩაბმა მოჰყვება.

„თეორიულად არსებობს ასეთ შესაძლებლობა, რადგან გაზრდილი დონე აძლევს შენგენის წევრს სახელმწიფოებს უფლებას აამუშაოს შეჩერების მექანიზმი, მაგრამ პოლიტიკურად ამის გაკეთება არ გვსურს. რადგან არ გვინდა, მათ გამო, ვინ ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან. რაც შევამჩნიეთ, ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ, რაიმე ქსელი ხელმძღვანელობს მათ, ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგან ვერ პოულობენ იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

საფრანგეთის ელჩის თქმით, გამოსავლის მოსაძებნად საფრანგეთი, საბერძნეთის, შვეიცარიის, შვედეთი და გერმანიის ელჩები გასულ კვირას საქმიან ლანჩზე შეიკრიბნენ და ინფორმაცია გაცვალეს. მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირაში დიპლომატები საქართველოს შს მინისტრსაც შეხვდებიან. 

„ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს ძალიან აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი - ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენთვის. ამიტომ გამოსავლის მოსაძებნად საფრანგეთი, საბერძნეთის, შვეიცარიის, შვედეთისა და გერმანიის ელჩები გასულ კვირას საქმიან ლანჩზე შევიკრიბეთ და გავცვალეთ ინფორმაცია ამ საკითხზე, ვიმსჯელეთ არ უნდა გავაკეთოთ და ამ კვირის განმავლობაში ვაპირებთ, რომ მინისტრ გახარიას შევხვდეთ იმისთვის, რომ მასთან პირადად განვიხილოთ ეს საკითხი,“ - განაცხადა პასკალ მონიემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები