ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსი გახდა. 48 წლის ქალი აჭარაში დაიღუპა. ის კლინიკაში 12 იანვარს შეიყვანეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
33 წლის ახალგაზრდა, დიდი ალბათობით, ე.წ ღორის გრიპით ტრაპიზონის კლინიკაში დაიღუპა. თავდაპირველად, მამაკაცი მაღალი სიცხით ინფექციურ კლინიკაში, შემდეგ კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პაციენტის ტრანსპორტირება, ოჯახის ინიციატივით, თურქეთში განხორციელდა.
ოჯახს ქართულ სამედიცინო სისტემასთან მიმართებით პრეტენზიები აქვს. ექიმები ბრალდებას უარყოფენ.
აჭარაში ამ დრომდე დადასტურებული H1N1-ის ვირუსით ჯამში 6 ადამიანი გარდაიცვალა.