19 მაისი 2024,   14:23
ვრცლად
ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად, სავარაუდოდ, საქართველოში იმალება

ბრიტანელ მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად, საქართველოში იმალება - ამ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. BBC წერს, რომ არსებობს ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 31 წლის ჯეკ შეპარდი თბილისში იმყოფება და მას საქართველოს ტერიტორია ჯერ არ დაუტოვებია.

გამოცემა "ივნინგ სტენდარდი" კი წერს, რომ საქართველოს პოლიცია უკვე შეუდგა ბრიტანეთის მოქალაქის ძებნას, პარალელურად კი სკოტლენდ იარდმა შეპარდის შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

2015 წლის დეკემბერში ჯეკ შეპარდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნი ემსხვერპლა.

მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. სასამართლომ არაგანზრახ მკვლელობისა და გულგრილობის გამო ბრალი წაუყენა და დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები