19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
„იყო ფაქტები, როდესაც ჩემი კოლეგები გუნდის და ქვეყნის ინტერესზე მაღლა პირად ინტერესებს აყენებდნენ“ -  რატი იონათამიშვილი 

„სამწუხაროდ, იყო ფაქტები, როდესაც ცალკეული ჩემი კოლეგები გუნდის და ქვეყნის ინტერესზე მაღლა პირად ინტერესებს აყენებდნენ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა. 

ხვალ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას გამართავს, რომელსაც ეკა ბესელია და მისი თანაგუნდელებიც დაესწრებიან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

 „სამწუხაროდ, იყო ფაქტები, როდესაც ცალკეული ჩემი კოლეგები გუნდის და ქვეყნის ინტერესზე მაღლა პირად ინტერესებს აყენებდნენ. ცხადია, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა ამ მიმართულებითაც იქნება, რადგან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი გუნდი იყოს ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზე იყოს თანაბრად გადანაწილებული,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები