07 მაისი 2024,   00:24
ვრცლად
"ქართულ ოცნებასთან" მიმდინარე აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შესვლას ცდილობენ - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ და პარტიის ოფისში შესვლას ცდილობენ.

ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

იქ ასევე ბავშთა სამყაროში გაჩენილი ხანძრისას დაზარალებულები იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯა და ზარალის სრულად ანაზღაურებაა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები