საქართველოს მოქალაქეების დეპორტი გერმანიიდან - „კურიერის“ ინფორმაციით, დეპორტაციის ამ ტალღაში საქართველოს 55 მოქალაქე მოხვდა.
საქართველოს მოქალაქეები დუსელდორფიდან რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ.
ევროპიდან დეპორტირებული ქართველების წარმომადგენელი ამბობს, რომ ძირითადად ის ადამიანები დააბრუნეს საქართველოში, ვისაც გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს.
„გერმანიიდან განხორციელებული იქნა რეადმისიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება, რადგან მათ, როგორც ცნობილია, უარი ეთქვათ თავშესაფარზე. ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები, როგორც თვითონ აღნიშნავენ, იმყოფებოდნენ, დაახლოებით, ზოგიერთი მათგანი 6 თვე, ზოგი 4 წელი, ზოგი 3 წელი და, მაქსიმუმ, 5 წელი. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დარღვევებს ჰქონოდა ადგილი. უბრალოდ, მოქალაქეები ჩამოსულები იყვნენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამკურნალოდ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოდ,“ - ამბობს ირმა ცირამუა.
საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტაცია განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გახშირდა.