24 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ, აქ არანაირი კომპრომისი არ შედგება - ბესელია

კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ, აქ არანაირი კომპრომისი არ შედგება- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თანაგუნდელებთან დაპირისპირებულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში არიან შეკრებილნი.  ივანიშვილთან შეხვედრამდე ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომელიც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით აქვს.

ბესელია „ოცნების“ ოფისში კონკრეტული კანონპროექტით მივიდა. დეპუტატის განცხადებით,  კანონპროექტის ვერსია ეყრდნობა  არა მხოლოდ მის  მოსაზრებებს, არამედ იმ შეხვედრის ანალიზს, რომელიც სამოქალაქო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იურისტებთან გაიმართა.

 „უნდა მოხდეს პარლამენტში გადმოტანა რეალური განხილვის პროცედურების. ეს არის ჩვენი პოზიცია. ერთი მთავარი პრინციპი რასაც ეფუძნება ჩვენი შეთავაზება და გუშინ სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია რომ ისიც ამას ემხრობა, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი მანდატი და ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი პრინციპი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ის სია კი არ უნდა განვიხილოთ, რასაც ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის საბჭო, არამედ უფრო გრძელი სია, რომელიც უნდა იყოს გამოგზავნილი პარლამენტში, იმ კანდიდატების, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერილ პრინციპებს აკმაყოფილებს.

ხოლო შინაარსობრივ განხილვაში შესვლა, როგორიც არის კრიტერიუმების მიღმა ვინ იმსახურებს და ვინ არა, ეს პარლამენტმა გადაწყვიტოს და არა საბჭომ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება გუნდში არსებულ დაპირისპირებას, ეკა ბესელია ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა კონსენსუსის მისაღწევად იმართება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ  შეთანხმება ვერ მოხდა, ის მხარდამჭერ დეპუტატებთან ერთად შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებს.

„ეს პროცესი არის პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის ნაზავი და ეს ერთმანეთის გარეშე ვერ ხდება. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, გუშინ მე დავინახე მზაობა , რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი და არა კონფრონტაციისკენ. ეს იყო ძალიან ღია პოზიცია, რომ ის დაძაბული ფონი, რომელიც წინ უძღოდა ამ პროცესს, არ მგონია, რომ ეს მარტივი იყო, გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ. არ გავაღრმავოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე როგორც გითხარით პოზიციას არ შევიცვლი და ეს პოზიცია მექნება ბოლომდე და ეს პოზიცია ექნებათ იმ ადამიანებსაც, ვინც ღიად აფიქსირებდა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, თუ ეს კონსენსუსი შედგება, ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა და გუშინ თქვა თავმჯდომარე, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ გაიმართება. იმიტომ, რომ კონსენსუსია მიზანი და არა კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ დავუწერთ მხარს,“-ამბობს ბესელია.

დღის ამბები