22 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე დააკავეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე დაადეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

საკრებულოს წევრები დაკავების ფორმით უკმაყოფილოები არიან. გრიგოლ ივანეიშვილი ამ წუთებში კიდევ თავის კაბინეტშია.

დღის ამბები