17 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
გაზის გაჟონვის შედეგად წყალტუბოში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში, აფეთქება მოხდა. შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად დაშავებულია საშაურმეს სამი თანამშრომლები.

დაშვებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

ქირურგ გიორგი აბესაძის თქმით, მათ საავადმყოფოში შეყვანისას აღენიშნებოდათ თავის, სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა, დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები.

მისივე თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

წყალტუბოგაზის მენეჯერის, ბაკურ ბალანჩივაძის, თქმით, ეს ობიექტი ერთი კვირის წინ შეამოწმეს და ყველაფერი წესრიგში იყო.

დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ახალი დანადგარები დაამატეს ამ დღეებში და არასწორი მონტაჟის გამო მოხდა გაზის გაჟონვა. 

დღის ამბები