23 დეკემბერი 2024,   14:01
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, დატოვა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია.

თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე ფორმატთან დაკავშირებით მნიშნველოვანი ინიციატივები დააყენეს თუ ის გათვალისწინებული არ იქნება, შეხვედრაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

„მათი მოსაზრება არის, რომ ამ შემადგენლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 2018 წლის დეკემბერს პარლამენტში წარდგენილ სიას, ვერ შედგება რეალური დისკუსია. მე ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ. მნიშვნელოვანია, ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს ასეთი ტიპის შეხვედრებზე, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მრავალი წლის მანძილზე მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ნორმალური მართლმსაჯულების მისაღწევად, იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდაზე. სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენ კობახიძეს. არაერთხელ შევთავაზეთ კობახიძეს დღეს ეს, მათ შორის ამ ფორმატში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის გაზიარებული ეს შეთავაზება და ამიტომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ნამდვილად ვეღარ გავაგრძელებთ მონაწილეობას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები