23 დეკემბერი 2024,   14:06
ვრცლად
დოლიძემ და ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სანამ ფორმატი არ შეიცვლება, ისინი შეხვედრებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

ანა დოლიძის განცხადებით, შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ის მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.

„როდესაც შემუშავდება პროცედურა, რომ დაცული იქნება ჩვენი ხმა, საშუალება გვექნება რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და ეს მოსაზრება გათვალისწინებული იქნება და გახდება ცნობილი საზოგადოებისა და პარლამენტისათვის, მაშინ ვიქნები მზად, რომ მე ამ ჯგუფში მივიღო მონაწილეობა. მანამდე ეს არის ჩვენი დროის და აქ დამსწრე ადამიანების დროის ტყუილი ფლანგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან პრეტენზიები აქვს ნაზი ჯანეზაშვილსაც. 

„მოიყვანეს ის ადამიანები, ვინც იყვნენ უშუალოდ სიაში, მათ შორის იყვნენ მოსამართლე ქადაგიძე, ცისკაძე, მოსამართლე ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ სიაში ამ ფორმით ყოფნას და ამ ფორმით წარდგენას, შემდეგ უკვე პარლამენტში, მათთან ერთად ვისმჯელო კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამაც დატოვა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები