26 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
ნინოობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა პატრიარქმა სიონის ტაძარში აღავლინა

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ჩვენ ყველას გვიკვირს, ასეთი ნორჩი ახალგაზრდა ქალიშვილი როგორ წამოვიდა ასეთ შორეულ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით,“ - განაცხადა პატრიარქმა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.  წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები