19 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ჰააგაში ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა - დაშავებულია 9 ადამიანი

ჰააგაში მომხდარი აფეთქებისას 9 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქების შედეგად, ნაწილობრივ, ჩამოინგრა 3 სართულიანი საცხოვრებელის სახლი.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული, თუმცა სამუშაოებს შენობის ჩამონგრევის საფრთხე აფერხებდა.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები