19 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
58 გარდაცვლილი და 300 დაკარგული - ბრაზილიაში დამბის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბრაზილიაში დამბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაკარგულად 300-მდე ადგილობრივი მიიჩნევა.

რეგიონში, სადაც ტრაგედია მოხდა, უცხო ქვეყნების სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ჩადიან. ადგილზე უკვე იმყოფება ისრაელიდან ჩასული 130 მაშველი. დასახლებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვარდნილი წყლის შედეგად სრულიად განადგურებულია, სამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმდინარეობს.

რეგიონში მეორე კაშხლის გარღვევის საშიშროება არსებობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან 24 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება უკვე გასცა.

დღის ამბები