23 ოქტომბერი 2019,   05:18
ვრცლად
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლოს სისტემა ქვეყანაში არასწორი მიმართულებით ვითარდება.

რესპოდენტთა 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება, 30% ფიქრობს, რომ ამ ინსტიტუტის განვითარების მაჩვენებელი არ იცვლება, გამოკითხულთა მხოლოდ 16% აღნიშნავს, რომ ინსტიტუტი სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები