27 აპრილი 2024,   07:21
ვრცლად
ფასების ზრდა/ინფლაცია - NDI-ის რესპონდენტთა 81% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით არასწორად ვითარდება 

ფასების ზრდა/ინფლაცია, NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს სთხოვა, აერჩიათ ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით ქვეყანა რამდენად სწორი ან არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ინფლაციისა და ფასების ზრდის დაძლევის მიმართულებით ქვეყნის განვითარება მკვეთრად არასწორია.

"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის, განვითარების კურსის სლაიდზე ფასების/ზრდა ინფლაცია ყველაზე უარყოფითი პროცენტული მაჩვენებლით შეფასდა.

რესპონდენტთა სრული უმრავლესობა, 81% ამბობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა არასწორად ვითარდება, მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა/ინფლაციის გამოწვევას ქვეყანა სწორად პასუხობს და განვითარების სწორ მიმართულებას ირჩევს. 15% კი აღმიშნავს, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის, საგარეო კურსის და პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები