21 დეკემბერი 2024,   17:12
ვრცლად
NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის შოვნა ნაცნობობით არის შესაძლებელი

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის შოვნა ნაცნობობით არის შესაძლებელი. „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, გამოკითხულთა 37% აღნიშნავს, რომ ნაცნობობას ასახელებს, 23% პროფესიონალიზმსა და სამუშაო გამოცდილებას, უცხოეთში მიღებულ განათლებას 9% ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის, საგარეო კურსის და პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

 

 

 

დღის ამბები