NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ თვლის. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუმა" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად რესპონდენტთა, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ - 37%, არა - 62%
კვლევაში, ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად სამუშაო ადგილების არარსებობა სახელდება.
კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის, საგარეო კურსის და პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.