20 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
იზოლაციაში მოქცეული 10 ათასობით ადამიანი - ე.წ. საზღვარი ენგურზე ერთი თვეა, ჩაკეტილია

იზოლაციაში მოქცეული და შიმშილისთვის განწირული 10 ათასობით ადამიანი. აფხაზეთში საოკუპაციო ხაზის მიღმა უყურადღებოდ დარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ე.წ. საზღვარი ენგურზე ბოლო ერთი თვეა, გაურკვეველი მიზეზებით ჩაკეტილია და გალში მცხოვრებ ქართველებს ზუგდიდში აღარ უშვებენ.

მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ენგურს აქეთ ასაღები პენსიაა.

ადგილობრივების თქმით, საკვები პროდუქტები არ არის და ასევე, ისინი პენსიასაც ვერ იღებენ. რამდენიმე მოქალაქე ენგურის ხიდზე მხოლოდ ავადმყოფობის გამო გაუშვეს.

„ბავშვი საოპერაციო მყავს, ცუდად არის და იმიტომ გამომიშვეს. რავიცი, ვირუსი არისო და იმიტომ არ უშვებენ,“ - ამბობს ადგილობრივი. 

ენგურის ხიდის ბოლოს დგას სატვირთო ავტომანქანა, სადაც არსებული ინფორმაციით, ზუგდიდან გალის მიმართულებით მიმავალ მოქალაქეებს რენტგენს უღებენ. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმეს შესაძლოა, ჰქონდეს ფილტვების ანთება, მას სავარაუდოდ, გალში უკან აღარ შეუშვებენ.

 

დღის ამბები